16 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
პოლიტიკური წამზომი ჩართულია - კანდიდატები საარჩევნო შეხვედრების აქტიურ ფაზაში გადავიდნენ

2 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. კანდიდატებმა შეხვედრები დილიდან დაიწყეს. პარტია "ლელოს" მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები პარლამენტში მივიდნენ და თბილისის განვითარების 9 პუნქტიანი გეგმა კანონმდებელ თანაგუნდელებს გააცნეს.

"მესამე ძალამ" კი სამტრედიაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. პარტიას მუნიციპალიტეტში 16 კანდიდატი ჰყავს.

მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს ნიკა მელიაც. თბილისის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი დღეს ღრმაღელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ამომრჩევლებს შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა დღეს მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდნენ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატებიც. ნინო ლაცაბიძემ რუსთაველებს საარჩევნო პროგრამის მესამე ნაწილი სახელწოდებით "რუსთავი მწვანე ქალაქი" წარუდგინა.

პოლიტიკური წამზომი ჩართულია. მოსახლეობა არჩევანს 2 ოქტომბერს გააკეთებს, იქამდე კი კანდიდატები წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ.

დღის ამბები