16 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
6000 ოჯახი ახალ ბინას მიიღებს - "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი შენობების სანაცვლოდ მერია ოჯახებს ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

"ცენტრ პოინტის" მხრიდან დაზარალებული 6000 ოჯახი 2025 წლამდე ახალი ბინებით დაკმაყოფილდება.

მერიამ გადაწყვეტილების შესახებ დაზარალებულებს ოფიციალურად დღეს მოახსენა. ადგილობრივი მთავრობის პროექტის მიხედვით, ყველა მისამართზე, სადაც "ცენტრ პოინტმა" მშენებლობა ვერ დაასრულა და მესაკუთრეებს ბინები არ ჩააბარა, კალაძის გადაწყვეტილებით, სამშენებლო კომპანიები კორპუსებს ააშენებენ და მესაკუთრეები საცხოვრებლად გადავლენ.

თბილისის მერმა თბილისელებს დღეს პირობა მისცა, რომ ეტაპობრივად უბინაობის პრობლემა ქალაქში სრულად გადაიჭრება.

დღის ამბები