16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ხმაური ქარელში - ნიკა გვარამიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ხმაური ქარელში - "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორ, ნიკა გვარამიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შემთხვევის ადგილზე, სადაც "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათი ოპერატორი ლევან აბლოთია "ქართული ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც გრძელდება.

ოპერატორთან დაკავშირებულ მომხდარ ინციდენტზე კი, გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ მმართველ პარტიაში.

გარდა ამისა, ექიმის თქმით, ლევან აბლუთიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ვარაუდობენ რომ ოპერატორს აქვს ბარძაყის მოტეხილობა, თუმცა საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს და შესაბამისად, მისი გადმოყვანა მოხდება თბილისში.

დღის ამბები