თბილისის მერობის კანდიდატმა პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ანა ბიბილაშვილმა, "ღამი კურიერში" დასმულ შეკითხვას, საჭიროების შემთხვევაში ემზადება თუ არა, მისი პარტია აქციებისთვის, განაცხადა, რომ ეს არ მოხდება, ვინაიდან 2 ოქტომბრის არჩევნებზე "ქართული ოცნება", ვერ მიუახლოვდება 43%-ს.
"ქართული ოცნება" არჩევნებზე 43%-ს ვერ მიუახლოვდება, ამიტომ, აქციების საჭიროებაც არ იქნება. ეს 43% ძალაშია და რამდენადაც არ უნდა უნდოდეს "ქართულ ოცნებას" რომ ხელშეკრულება დაარღვიოს, არ გამოუვა,"- განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.