16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"აფხაზეთი აფხაზეთია, რა მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული, თუ არაოკუპირებული ..." - არის, თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" პრორუსული ძალა

არის თუ არა "პარტიოტთა ალიანსი" პრორუსული ძალა - ამ კითხვით "ღამის კურიერის" წამყვანმა, "პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატს, გიორგი ლომიას მიმართა.

ლომიამ განაცხადა, რომ ამაზე საუბარი მისთვის არასერიოზულია, რადგან პარტია მხოლოდ რუსეთთან, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი დიალოგის დამყარებას ცდილობს.

"რა უბედურებაში გვიწევს ცხოვრება და სხვადასხვა სისულელეებზე საუბარი. პარტია, რომელიც ამბობს, ჩვენ გვინდა მშვიდობა და დიალოგი, რატომღაც ცხადდება, როგორც პრორუსული პარტია. ეს ხომ უკვე სასაცილოც არის და ამაზე როგორ უნდა ვისაუბრო სერიოზულად. არ შეიძლება ჩვენი პარტია იყოს პრორუსული, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და თუ დღეს რუსეთთან, სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი არის საქართველოს ინტერესებში, რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ვინ იტყვის დღეს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგი არ არის საქართველოს ინტერესში?

თვითონ ხელისუფლება როცა არ დგამს ამ ნაბიჯს, ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს ეს საქმე. როდესაც მოსკოვში ჩავდივართ მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსის" სახელით ვსაუბრობთ, მაგრამ ეს არის უკვე პრეცედენტი იმისა, რომ შესაძლებელია ჩასვლა და საუბარი. ფაქტობრივად, ხელისუფლებას ვაჩვენეთ, რომ მოდი თქვენც გააკეთეთ, ჩვენ ხომ ვაკეთებთ და გამოგვდის და მოდით, ხელს ნუ შეგვიშლით. ჩვენ უკვე ძალიან მივუახლოვდით მაგალითად სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

რომ არ ყოფილიყო გავრილოვის ღამე, იხსნებოდა სავიზო რეჟიმი, აღდგებოდა საჰაერო, ანუ ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდებოდა, მათ შორის ჰუმანიტარული საკითხები - ჩვენი სახელმძღვანელოების შეტანა აფხაზეთის რეგიონში," - განაცხადა გიორგი ლომია, რა დროსაც გადაცემის წამყვანმა მას კონტექსტი შეუსწორა და დაკონკრეტება მოსთხოვა - "აფხაზეთი, თუ ოკუპირებული აფხაზეთი", რაზეც "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატმა უპასუხა, რომ: - "აფხაზეთი აფხაზეთია, რა მნიშვნელობა აქვს ოკუპირებული, თუ არაოკუპირებული" ...

დღის ამბები