16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
დაველოდოთ გამოძიებას, ის დაადგენს ყველაფერს ეს ხოჯევანიშვილმა გააკეთა, პეტრემ, პავლემ თუ სხვა ვინმემ - კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებზე

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას მმართველი გუნდი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულებად კიდევ ერთხელ მოიხსენიებს და ოპოზიციის პროვოკაციაზე საუბრობს.

კონკრეტული პირების ბრალეულობაზე საუბრისა და წინასწარი შეფასებისგან მმართველი გუნდი თავს იკავებს. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ პროკურატურის მხრიდან დაწყებული გამოძიება ყველა კითხვას ადეკვატურ პასუხს გასცემს.

"სრული მხარდაჭერა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მის ყველა თანამშრომელს. დაველოდოთ ახლა გამოძიებას და გამოძიება დაადგენს ყველაფერს ეს ხოჯევანიშვილმა გააკეთა, პეტრემ, პავლემ თუ სხვა ვინმემ," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ირაკი კობახიძის განცხადებთ, სისულელეები ვრცელდება და ფარულ ჩანაწერებში არსებული მასალა უინტერესოა.

"სისულელეები ვრცელდება. იმდენად უინტერესოა მასალები, ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ ან რატომ უნდა გააკეთო ეგეთი ჩანაწერი, ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ. ამაზე რატომ უნდა გააკეთო ჩანაწერი და მერე კაი გააკეთე ჯანდაბას და მერე რატომ უნდა შეინახო. ეს არის გაუგებარი. არავითარი სისტემური ხარვეზი იქ არ არსებობდა, მე მჯერა ალეკო ხოჯევანიშვილის, მჯერა ყველა კადრის, რომელიც დანიშნა თავის დროზე გახარიამ," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები