პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, ის, რომ გიორგი გახარია სამხარაულის ეროვნულ ბიუროს უნდობლობას უცხადებს, არასერიოზული მიდგომაა და ეს მთლიანი კოლექტივის შეუარცხყოფას ნიშნავს.
"მიუღებელია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, საქართველოს დამოუკიდებელი ინსტიტუტის, ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიმართ უნდობლობის გამოცხადება. იქიდან გამომდინარე, რომ მან თავი რაღაც უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს, არ ენდობა იმ ინსტიტუტს, რომელსაც ყველა სხვა ენდობა. ძალიან არასერიოზული მიდგომაა და მთლიანად კოლექტივის შეურაცხყოფაა. აქამდე ეს არავის უკადრებია,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა, ამის შესახებ ინფორმაცია მისი პარტიის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმაც დაადასტურა. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მათი პარტია ნდობას უცხადებს, თუმცა აქვთ ინფორმაცია, რომ ამ ინსტიტუტის გამოყენებით, გახარიას წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავდნენ.
"გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ერთ-ერთ ავტორიტეტულ, საერთაშორისო ლაბორატორიაში გაიკეთა. სამხარაულის ბიოუროსთან ჩვენ ყველას გვექნება ალბათ კონტაქტი, ესენი ისეთი ტემპით მიდიან.
საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენი პარტია ბიუროს არ უცხადებს ნდობას, თუმცა, ამ კონკრეტული ბიუროს გამოყენებით გეგმავდნენ გახარიას წინააღმდეგ პროვოკაციას,"- აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი.
როგორც გიორგი გახარიან აღნიშნა, ნარკოტესტის შედეგს მიღებისთანავე გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, ამას დიდი დრო დასჭირდება.