16 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
უნდა დადგინდეს ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა, ეს მძიმე კამპანია ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება - პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდში ხდება, ქვეყნის იმიჯს აზიანებს და მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესებში შედის.

"ქვეყანას აზიანებს მთელი ეს აჟიოტაჟი, ქაოსი და ალიაქოთი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნით და არჩევნებისთვის არის შექმნილი.

უნდა დადგინდეს - ვინ უსმენდა, როგორ უსმენდა, უსმენდა თუ არა. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს მოსმენის საშუალება  და ძალიან ბევრ ქვეყანას, ასე, რომ ... სუსი რა თქმა უნდა აღკვეთავს, გამოძიებაც დაწყებული არის.

მე მინდა ვთქვა, რომ არჩევნები ძალიან მალე დასრულდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთელი ეს ძალიან მძიმე კამპანია, რომელიც მიმართული იყო ეკლესიის წინააღმდეგ, მთავრობის წინააღმდეგ და ახლა უკვე დიპლომატების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ვიწრო პარტიულ ინტერესს ემსახურება და კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ამ ადამიანებს ქვეყანა არ უყვართ, იმიტომ, რომ თუ ქვეყანა გიყვარს და უფრთხილდები შენს ქვეყანას, რაღაც 2 კვირის გამო არ უნდა დააზიანო შენი ქვეყნის იმიჯი და ინტერესები," - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები