პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას პარტიის წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
"იყო გარკვეული დაბნეულობა შემოტანილი საზოგადოებაში. მათ ეგონათ, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის პროექტი, შემდეგ ნახეს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მას სახელი დაარქვა და მოღალატე უწოდა. შემდეგ იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კოალიციის შექმნა ხდებოდა მმართველ პარტიასთან და ჩვენ ვთქვით, რომ როგორ შეიძლება მოღალატესთან კოალიციაში შევიდეთ.
ახლა კი ხელში აღარაფერი დარჩათ, გარდა სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეობისა. ამას კი ხალხი ხედავს და შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.