16 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"კალაძის პარალელური თბილისი" - ამ სლოგანით "ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა სოციალურად დაუცველების პრობლემების შესახებ ისაუბრა

"კალაძის პარალელური თბილისი" - ამ სლოგანით "ლელოს" მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა სოციალურად დაუცველების პრობლემების შესახებ ისაუბრა. ის ქსოვრელის ქუჩაზე კომპაქტურად დასახლებულ სოციალურად დაუცველებთან იმყოფებოდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

მისი თქმით, ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომელთაც უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის. ბიბილაშვილის განცხადებით, "ლელოს" თბილისის მარშალის 9 პუნქტიან გეგმაში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილია როგორ უნდა მოგვარდეს ქალაქში მძიმე სოციალური საკითხები.

"სამწუხაროდ ქალაქის მმართველობამ დაივიწყა ეს ადამიანები. მათ არ აქვთ არანაირი საცხოვრებელი პირობები და 10 წელია სასამართლო პროცესები აქვთ, რათა ელემენტარული საცხოვრისი ჰქონდეთ, ასე არ შეიძლება ხალხის მიტოვება," – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა პარტიიდან ”ლელო საქართველოსთვის” ანა ბიბილაშვილმა.

დღის ამბები