პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა დღეს საფრთხის წინაშე დგას, ვინაიდან, მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოკავშირეები სუს-ის მიყურადების ქვეშ არიან.
სამადაშვილი იმასაც არ გამორიცხავს, რომ ფარული მიყურადების მასალები რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა:
"დღეს ჩვენი ქვეყანა დგას იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, რომლებიც ჩვენს ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენივე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობენ, აღმოჩნდა, რომ სუს-ის მიყურადების ქვეშ არიან. შესაბამისად, მათ სრული საფუძველი აქვთ იფიქრონ, რომ ეს მთელი მასალა ხელმისაწვდომია რუსეთის უშიშროების სამსახურებისთვის,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.