გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში გაიკეთა - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა თავად განაცხადა.
მისი თანაგუნდელი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ შედეგის მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება.
მმართველ გუნდში გახარიას გადაწყვეტილებას, უცხოეთში ჩაებარებინა ნარკოლოგიური ტესტი, აფასებენ, როგორც სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიმართ უნდობლობას.
"ქართულ ოცნებაში" ასევე საუბრობენ გიორგი გახარიას მიმართ სხვა ოპოზიციური კანდიდატების სოლიდარობაზეც.