"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელი" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს და საუბრობს პრობლემაზე, რომელიც გარკვეული მოქალაქეების ინფორმირებას უკავშირდება.
ამ შემთხვევაში პარტიის წევრებმა სოციალურად დაუცველებზე ისაუბრეს. აქცია პერფორმანსი ისანში ერთ-ერთ უფასო სასადილოსთან გაიმართა.
მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ჭალიძის თქმით, სასადილოების ბენეფიციარებს ხშირად ატყუებენ და ხელისუფლების მხარდაჭერას აიძულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უქმნიან განცდას, რომ დახმარება შეუწყდებათ.