16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა პროფესიული დღე მიულოცა

საქართველოში დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული დღე აღინიშნება. სამსახურის თანამშრომლებსა და ვეტერანებს პროფესიული დღე პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.

დღესვე ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურის შენობა დაათვალიერა, რომლის მშენებლობას საფუძველი 2014 წელს, მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ჩაეყარა.

პრემიერ-მინისტრს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის, ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და პირადი შემადგენლობის სამუშაო პირობების შესახებ.

"მჯერა, რომ თქვენთან ერთად ღირსეულად გადავლახავთ ყველა დაბრკოლებას, რომელიც სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე გვხვდება, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს, რომელსაც ძლიერი, გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ჰქვია,"- განაცხადა პრემიერმა დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრისას.

დღის ამბები