16 ნოემბერი 2024,   18:22
ვრცლად
ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარებაზე მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებმა მოაწერეს.

მიღწეული შეთანხმებით, ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ.

ქართველ მეზღვაურებს ამჟამად 61 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტზე შეუძლიათ მუშაობა, მათ შორის, 18 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

დღის ამბები