"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის", სამტრედიის ბაში-იანეთის მაჟორიტარობის კანდიდატზე მუქარის ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკურმა პლატფორმამ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა.
პარტიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო გარემოსა და კონკრეტული დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით ორგანიზაციებს ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
"მივაწოდეთ ინფორმაცია გუშინწინდელ ფაქტზე, რომელიც მოხდა ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატთან მიმართებაში. უპრეცენდენტო ზეწოლა, თავისუფლების აღკვეთა 12 საათის განმავლობაში და ზეწოლა, რომ მას დაეწერა თავისი კანდიდატურის მოხსნაზე განცხადება და ამაში ჩართული იყო მთელი სისტემა, ნათელი მაგალითია, რა ხდება არჩევნებთან დაკავშირებით," - აცხადებს სერგო ჩიხლაძე.