03 მაისი 2024,   04:02
ვრცლად
თბილსერვის ჯგუფმა დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა

თბილსერვის ჯგუფმა დასუფთავების პროფესიული დღე აღნიშნა.

წლევანდელი პროფესიული დღე თბილსერვისის თანამშრომლებს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.

ქალაქის მერმა დასუფთავების დეპარტამენტის თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

"მინდა ამ ადამიანებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, საქმიანობისთვის, რასაც აკეთებენ ჩვენი ქალაქისთვის, რომ ყოველთვის იყოს მოწესრიგებული, იყოს სუფთა და ძალიან დიდი შრომა უჯდებათ ამ ადამიანებს. განსაკუთრებული მადლობა მათ ამ სიყვარულით ქალაქის მიმართ და იმისთვის, რასაც აკეთებენ," - ამბობს კახა კალაძე.

დღის ამბები