16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა - პრემიერი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.

ოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი აქცენტს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე გააკეთებს. წლევანდელი დებატების ძირითადი თემა კორონავირუსის ფონზე ქვეყნების გამძლეობის გაზრდაა. დისკუსია ოფიციალურად ხვალ იხსნება.

სესიის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

"პრემიერ-მინისტრი თავის გამოსვლებში ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები