16 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
წინასაარჩევნო გარემო იქნება კიდევ უფრო მძიმე - ნოდარ ხარშილაძე

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ წინასაარჩევნო გარემო კიდევ უფრო დამძიმდება.

"წინასაარჩევნო გარემო იქნება კიდევ უფრო მძიმე იმიტომ, რომ ოპოზიცია გასაგებია, რომ გაართულებს და დაძაბავს სიტუაციას. ეს ინფორმაციის გაჟონვები, როდესაც ასეთი სისტემა გაქვს, მანკიერი აწყობილი, ყოველთვის ხდება. ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებში. ამერიკაში გვახსოვს იგივე WikiLeaks-ი რასაც ეფუძნება, იქიდან გაჟონა სისტემამ. ამიტომ, საქართველოში რომ გაჟონოს ეს არ არის გასაოცარი. იქნებ კიდევ უფრო გამოუშვან კადრები, რომ რა თქმა უნდა ამომრჩეველს ანახონ სიმართლე, სამწუხაროდ სიმართლე.

თუმცა, მე აქ პარალელს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არავითარ შემთხვევაში არ გავავლებ, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ხელისუფალი და მას ყოველთვის მეტი მოეთხოვება - ეს ერთი, მეორე - ხელისუფლება განკარგავს ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადს, ბიუჯეტს," - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დღის ამბები