16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
ტრაგედიაა, როდესაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს ეჭვი შეაქვს ისეთ ფუნდამენტურ ინსტიტუტში, როგორიც არის სამხარაულის ბიურო - გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა "დღის კურიერის" ეთერში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ ნარკოტესტის ავსტრიაში ჩატარების საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ ტრაგედიაა, როდესაც ყოფილი პრემიერი ეჭვქვეშ აყენებს ისეთი სამართალწარმოების ინსტიტუტს, როგორიც სამხარაულის ბიუროა.

"ტრაგედიაა, როდესაც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, ეკონომიკის მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და ბოლოს პრემიერ-მინისტრს ეჭვი შეაქვს ისეთ ფუნდამენტურ ინსტიტუტში სამართალწარმოების თვალსაზრისით ქვეყნის და სახელმწიფოსი, როგორიც არის სამხარაულის ბიურო. ეს ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ათასობით და ათიათასობით დასკვნა, რომელიც გაცემული აქვს ამ ბიუროს და რომლის საფუძველზეც არის გამოტანილი განაჩენები, ეჭვის ქვეშ დგება და ეს რას ნიშნავს? რომ სამართალწარმოება ამ ქვეყანაში არ არსებობს?" - აცხადებს გოგა ხაინდრავა.

დღის ამბები