24 აპრილი 2024,   14:52
ვრცლად
"არ მოველოდი, თუ ამხელა თანხას მოვიგებდი" - ვინ არის კაცი, რომელმაც ლოტოს კვირეულ გათამაშებაში 10000 ლარი მოიგო

10 000 ლარი კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვისკვირეულ გათამაშებას პირველი, ბოლნისელი გამარჯვებული ჰყავს. ის 72 წლის ნიკოლოზ რეხვიაშვილია.

ნიკოლოზ რეხვიაშვილი ქალაქ ბოლნისში Sinopharm-ის ვაქცინით ზუსტად ერთი კვირის წინ აიცრა.

72 წლის გამარჯვებული ავტომატურად ეთიშება ყოველდღიურ გათამაშებას, თუმცა მისი მონაცემები ერთიან ბაზაში მაინც რჩება. წლის ბოლოს, როდესაც შემაჯამებელი წამახალისებელი ლატარია გაიმართება, არ არის გამორიცხული, რომ მისი მონაცემები ისევ იღბლიანი აღმოჩნდეს.

"არ მოველოდი თუ ამხელა თანხას მოვიგებდი, საერთოდ, თუ მოვიგებდით აქ. მოულოდნელი იყო. დამიკავშირდნენ ტელევიზიიდან და მითხრეს ეს ამბავი, არ დავიჯერე კიდევ, სანამ საიტზე არ შევედი და არ გადავამოწმეთ," - განაცხადა ნიკოლოზ რეხვიაშვილმა.

ლოტოს კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ნიკოლოზ რეხვიაშვილი კუთვნილ მოგებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

დღის ამბები