16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, თბილისის პარტიული სიის ათეული წარადგინეს

ორბელიანის მოედანზე "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა, გიგა ბოკერიამ, გიგი წერეთელმა და აკაკი ბობოხიძემ, თბილისის პარტიული სიის ათეული წარადგინეს.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღეს, თითოეულ ხმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ქვეყანაში შემდეგი ათწლეულების განმავლობაში.

"განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს ყველას ჩვენ და თქვენ. ჩვენი ვალია, რომ საკუთარი აქტიურობით, ჩვენი საუბრით, კომუნიკაციით ყველა მოქალაქესთან დავარწმუნოთ, ისინი რომ მათ თითოეულ ხმაზე დღეს არის დამოკიდებული, რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. დღეს მთავარი იარაღი, რაც ხელში გვიჭირავს არის, საარჩევნო ბიულეტენი და შანსი, მოვალე ვართ, რომ გამოვიყენოთ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ათეულის პირველი ნომერი, ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ნონიაშვილი იქნება.

დღის ამბები