გაეროს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საბინე მახლიმ თბილისში გამოჩენილ ე.წ. "სიძულვილის პოსტერებთან" დაკავშირებით განაცხადა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი ტონით ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს.
"სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელთან გამკლავებაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აუცილებელია. უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორ ვესაუბრებით ერთმანეთს. თუკი გსურთ გქონდეთ მშვიდობიანი საზოგადოება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაში ყველამ წვლილი უნდა შეიტანოს,"- აცხადებს საბინე მახლი.