ორ დღეში თბილისში 35 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, ასევე 23 სექტემბრიდან ახალ მარშრუტებზე ივლიან ახალი ლურჯი მიკროავტობუსები, რომლითაც ყვითელი მიკროავტობუსები ჩანაცვლდება.
ახალი, 8 მეტრიანი მწვანე ავტობუსები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია, გათვლილია 53 მგზავრზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ტრანსპორტში ასვლისას მგზავრები ინტერნეტითაც ისარგებლებენ.
ყველა ავტობუსში როგორც გათბობის, ასევე გაგრილების საშუალებაა. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის საერთო ღირებულება 22 მილიონამდე ევროა და მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.