საქართველოში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია გრძელდება. მმართველი პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დიღომში არსებული სპორტული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
ავთანდილ ცინცაძემ იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სპორტსმენებს აწუხებთ. მან ახალგაზრდებს თავისი სპორტული გამოცდილება გაუზიარა და სპორტულ კარიერაში დახმარება აღუთქვა.