16 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ჯო ბაიდენი და ბორის ჯონსონი ერთმანეთს შეხვდნენ - რა საკითხები განიხილეს ლიდერებმა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯო ბაიდენისა და ბორის ჯონსონის შეხვედრა გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერებმა კლიმატური ცვლილებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ისაუბრეს შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზეც.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ავსტრალიასთან გაფორმებული აუკუსის შეთანხმებაც იყო. როგორც ჯო ბაიდენი ამბობს აღნიშნული შეთანხმება წვლილს შეიტანს მსოფლიოში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობაში.

დღის ამბები