თბილისის მერი კახა კალაძე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დიპლომატებს არავინ უსმენდა. რაც შეეხება ზოგადად საკითხს, მერის თქმით, უნდა დაველოდოთ საქმის გამოძიებას.
"უნდა დაველოდოთ გამოძიებას და უნდა გაირკვეს, რა არის ტყუილი და რა მართალი. დიპლომატებს არავინ უსმენდა, ხაზგასმით ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ - გამოძიება დაადგენს ყველაფერს," - აცხადებს კახა კალაძე.