16 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო - წულუკიანის თქმით, ENKA-ს გასვლა ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალია

საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ფაქტი რომ "ნამახვანჰესი" აღარ აშენდება და კომპანია "ენკა" საქართველოსთან თანამშრომლობას წყვეტს, ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისთვის.

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"ეს ძალიან ცუდი სიგნალია პოტენციური ინვესტორებისათვის, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადებული ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში. ეს არის სამწუხარო შედეგი, რომლეიც უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენი ხელისუფლებისთვის, ხალხისათვის და მომავალი განვითარებისთვის.

ხელშეკრულება, რომელიც თავის დროზე გაფორმდა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყო," - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

დღის ამბები