საქართველოს პრემიერ მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები და რუსული ოკუპაციის საკითხები განიხილა.
აღნიშნულ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტიერეშს გაეროს პროცესში ჩართულობისთვის მადლობას უხდის.
მხარეებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით უფრო აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.