მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებაში დარწმუნებულია. მათი განცხადებით, პარტიის მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევები ამის დასტურია.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, ის აფასებს თანადგომას და ამის საპასუხოდ კონკრეტული პროექტების განხორციელებას გეგმავს.
"პირველივე ტურში მოვიგებთ. ამის თქმის შესაძლებლობას მაძლევს ის მხარდაჭერა რასაც ვგრძნობ თბილისელების მხრიდან. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ეს თანადგომა, ხალხის დამოკიდებულება, რასაც ძალიან ვაფასებ, ძალიან ვუფრთხილდები და ამ მხარდაჭერასა და თანადგომას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული პროექტებით, მასშტაბური საქმეებით, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია," - განაცხადა კახა კალაძემ.
კვლევის მიხედვით "ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე აქვს საკმაოდ დამაჯერებლად გამარჯვების პერსპექტივა. მისი შეფასებით, არ უკვირს, რომ ოპოზიცია კვლევებს უნდობლობას უცხადებს, რადგან რომც ენდობოდნენ, ამას მაინც არ აღიარებდნენ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის კვლევის მიხედვით, დედაქალაქში გამოკითხული 2792- რესპონდენტიდან უმეტესობა მხარს ქართულ ოცნებას და მერობის კანდიდატ კახა კალაძეს უჭერს.