მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო. ვატო წერეთელი, რომელიც მოწმის სტატუსით უნდა გამოეკითხა, სასამართლოს დარბაზიდან გამოაძევეს.
"მოსამართლე არევაძეს ვუხსენე მისი ღმერთი წმინდა მურუსიძე, რაზეც მოიხსნა სახე და გახდა ჩვეულებრივი ზონდერი და დაიწყო ჩემი დაჯარიმება. ევროპამ და დასავლეთმა აქცია ზურგი ამ გამომპალ სისტემას, იმიტომ რომ ეს სასამართლო, ჩვეულებრივად, ლპება კორუფციაში," - განაცხადა ვატო წერეთელმა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 644 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.