16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ. მათი განცხადებით, მათ მიიღეს პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის რჩევა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, ევროკავშირის ოფისში მიმდინარეობს ნიკა მელიასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები კი ოფისთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შორის მომხდარი დაძაბული ინციდენტის შემდეგ მივიდნენ. თავის მხრივ, ადგილზე მივიდნენ "ნაციონალური​ მოძრაობის" წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე მობილიზდნენ პოლიციელები და ცდილობდნენ, "ოცნებისა" და ენმ-ის წარმომადგენლების ერთმანეთთან მიახლოვებისთვის ხელი შეეშალათ. 

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები