16 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"მელიამ კობახიძეს შეკითხვა დაუსვა და თუ ეს არის მიუღებელი, ადამიანს რომ სახე გადაუხსნეს, ეს არის მოსაწონი საქციელი?" - ნიკა ობოლაძე

პარტიების თავმჯდომარეებს შორის დაპირისპირებასა და შემდეგ განვითარებულ პროცესებს, პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა.

"მელიამ კობახიძეს შეკითხვა დაუსვა და თუ ეს არის მიუღებელი, ადამიანს რომ სახე გადაუხსნეს ეს არის მოსაწონი საქციელი? ზიზღის ბანერები, ზიზღის რიტორიკა, დმანისში და ქარელში მომხდარი არის ის ძალადობა, რომელსაც "ქართული ოცნება" აორგანიზებს,"- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.

თბილისის საკრებულოს გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "საქართველოსთვის" ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტები წინასაარჩევნო გარემოს ცალსახად აზიანებს.

"ის, რაც ახლა გარეთ ხდება არის ყოვლად მიუღებელი. საზოგადოება კი, 2 ოქტომბერს ამ ყველაფერს შეფასებას მისცემს. ასევე მიუღებელია ის დაპირისპირება, რას დღეს ორ პოლიტიკოსს შორის მოხდა. ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს,"- აცხადებს ნათია მეზვრიშვილი.

ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

დღის ამბები