16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
"9 საათზე გავაკეთებ ვრცელ კომენტარს" - ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისი დატოვა. 

მისი თქმით, 21:00 საათზე ბრიფინგს გამართავს და ყველაფერზე დეტალურად ისაუბრებს.

"მათი უმორჩილესი თხოვნა იყო, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი. რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად. ამაზე ნათლად, "ქართული ოცნება", რომც მოენდომებინა, ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო და სათქმელი, 9 საათზე მექნება სპეციალური განცხადება, ბრიფინგი, ამიტომ, ამწუთას შემოვიფარგლები ამ მოკლე კომენტარით,"-განაცხადა ნიკა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრაზე, დაახლოებით, სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. შეხვედრის დაწყებამდე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა მასსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეს შორის. ამის შემდეგ, ევროკავშირის ოფისთან მივიდნენ როგორც "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ისე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ცდილობდა, პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს არ მიახლოებოდნენ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთხის წარმომადგენლებმა ტერიტორია მას შემდეგ დატოვეს, რაც ამისკენ მათ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. 

დღის ამბები