"შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასე მოხდა ავღანეთში, სადაც 32 მამაცი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო ბევრი სხვა დაიჭრა და დაშავდა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ქმედებები ცხადყოფს ჩვენი პარტნიორებიდან მომდინარე თანამშრომლობის თხოვნას როგორ ვპასუხობთ და რა შედეგი მოაქვს ერთად მუშაობას.
"შეიძლება პატარა ქვეყანა ვიყოთ, მაგრამ ყოველთვის გაცილებით დიდი წვლილი შეგვქონდა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, თან ჩვენი მოკავშირეების გვერდით ვიბრძოდით მსოფლიოში ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.
ახლახანს, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ცენტრი შევქმენით ავღანეთიდან ევაკუირებული ათასობით ადამიანისთვის და ხელი შევუწყვეთ 60-ზე მეტი ავიარეისის შესრულებას, თან მრავალი გლობალური არასამთავრობო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის თანამშრომელი მივიღეთ დროებით საქათველოდან მუშაობის გასაგრძელებლად.
მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად საქართველომ საფუძველი შეუქმნა აზერბაიჯანის მიერ 15 დაკავებული სომეხი პირის გათავისუფლებას. ამავდროულად, სომხეთმა დანაღმული ტერიტორიების რუკები გააზიარა.
ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საერთო მიზნებისკენ მიმავალი საერთო საქმისთვის ყველაფრის გაკეთება რაც ჩვენს შესაძლებლობებშია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.