მარნეულში "ევროპული საქართველოს" მერობის კანდიდატი აჰმედ იმამყულიევი იქნება. ქვემო ქართლის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები ადგილობრივებს პარტიის ლიდერებმა გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა წარუდგინეს.
ადგილობრივებმა ლიდერებთან შეხვედრისას სოციალურ-ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ შორის, აღინიშნა სასმელი და სარწყავი წყლით მომარაგების საკითხი.
ლიდერებმა ამომრჩეველს 2 ოქტომბერს აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.