16 ნოემბერი 2024,   18:26
ვრცლად
დავადასტურე საუბრის ჩანაწერი ისრაელის საელჩოს წარმომადგენელთან - ხატია დეკანოიძე პროკურატურაში გამოკითხეს

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება - ამჯერად პროკურატურაში ხატია დეკანოიძე გამოკითხეს.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა პროცედურის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ჩანაწერის ის ნაწილი, სადაც მისი და დიპლომატების საუბარია ასახული ავთენტურია. ხატია დეკანოიძე უწყებისგან საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს.

"ეპიზოდი ამ წუთას, რომელიც მე დავადასტურე გამოკითხვაზე, ეხებოდა ჩემი საუბრის ჩანაწერს ისრაელის საელჩოს წარმომადგენელსა და ჩემს შორის, როდესაც ისრაელის ელჩთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, მათ შორის 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ.

მეორე, მე გამოძიებას დავუდასტურე ჩემი არა მხოლოდ გონივრული ეჭვი, არამედ რეალურად სხვადასხვა ფაქტებით გამყარებული ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ჩემზე ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას," - აცხადებს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები