არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოსკოვის ქუჩებში ათასამდე ადამიანი გამოვიდა. აქცია "კომუნისტური პარტიის" მიერ იყო ორგანიზებული. მომიტინგეებმა არჩევნების შედეგებს გაყალბებული უწოდეს.
დემონსტრაცია ერთ საათზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა. აქციაზე პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში შესული პოლიტიკური სუბიექტებიდან არჩევნებზე რიგით მეორე ადგილი დაიკავა.
არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა ვლადიმირ პუტინის პარტიამ "ერთიანმა რუსეთმა" აიღო.