“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.
მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გააცნო. ჩამონათვალშია წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება - გზების მოწესრიგება; სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების ხელშეწყობა; ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა.