თბილისში "ქართული ოცნების" კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობენ - ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხელაძე სანზონის მცხოვრებლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებს.
კანდიდატმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომლებიც ნაძალადევის რაიონში მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელდა.