"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია მორალურ ფსკერზე დაეშვა. ამით კობახიძე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გიორგი გახარიას განცხადებას.
"როდესაც კეზერაშვილის ტელევიზიაში დგახარ და ამბობ, რომ ივანიშვილმა შენი იმედი ვერ გაამართლა, ეს არ ვიცი რა კომენტარს იმსახურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი ყველანაირ ფსკერზე არის დაშვებული. როდესაც ასე საუბრობ, ფსკერს ქვემოთაც ხარ. მთელი მისი აგიტაცია აგებული იყო იმაზე, რომ მას ჰქონდა კოორდინაცია "ოცნებასთან", ივანიშვილთან და ა.შ. მაგრამ დღეს ის კეზერაშვილის ტელევიზიაში პირდაპირ დაუპირისპირდა ივანიშვილს. ის ისეთ ქმედებებზეა გადასული, რაც ბოლომდე თვითდაზიანებას ნიშნავს," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა", არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.