16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
საიუბილეო ღონისძიებები საფრანგეთში - საქართველოს პრეზიდენტის პარიზში ვიზიტის დეტალები

საქართველოს ევროპული მისწრაფება და გამოწვევები დღეს და ზუსტად ერთი საუკუნის წინ - პარიზში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, საფრანგეთის მიერ აღიარების 100 წლის იუბილე აღინიშნება.

თარიღთან დაკავშირებით, პარიზს საქართველოს პრეზიდენტი სტუმრობს. დღეს სალომე ზურაბიშვილმა არაერთი ისტორიული პარალელი გაავლო. აღინიშნა, რომ ქართული სახელმწიფო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისაკენ მიისწრაფის, თუმცა როგორც წარსულში, ახლაც მთავარი დაბრკოლება რუსული ოკუპაციაა.

საიუბილეო ღონისძიებები საფრანგეთში დილიდან იმართება - გაიცა რამდენიმე ჯილდოც. მათ შორის პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარს, ეროვნული გმირის სტატუსი სიკვდილის შემდეგ მიენიჭა.

დღის ამბები