16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"ეს ძალა მმართველობას უნდა ჩამოვაშოროთ, რომ არასდროს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები" - ოპოზიცია გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავს

მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერები კვლავ ურთიერთბრალდებების თემაა. ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, უკანონო მოსმენები ქვეყანაში გაგრძელდება, თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდა.

"ქვეყანა, რომელიც უმარავი გამოწვევის წინაშე დგას და ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან, "ოცნების" ბოსები დაკავებულები არიან ჭორაობით და ძირითადად ჩვენი გუნდის მისამართით," - განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძის თქმით, უკანონო ქმედებებს პასუხი არჩვნების შედეგებით უნდა გაეცეს. 

"ვინმე ელოდით, რომ სუს-ი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა უცებ სამართლიანი გახდებოდა, საკუთარ თავს დაიჭერდა ან დაკითხავდა?! ამის მოლოდინი ტყუილად ნუ გვაქვს. ამიტომ ახლა ჯერი არის ჩვენზე, არჩევნები არსებობს იმისთვის, რომ უკანონობებს გავცეთ პასუხი," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ უკანონო მიყურადება მოქმედი ხელისუფლების მმართველობით დასრულებით დასრულდება.

"ეს ძალა მმართველობას მთლიანად უნდა ჩამოვაშოროთ. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ არასდროს ვნახოთ უკანონო მიყურადების ფაქტები," - განაცხადა "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

ისევე როგორც ოპოზიციის დანარჩენ წარმომადგენლებს, ენმ-ის წევრს, ნიკა ობოლაძესაც მოლოდინი აქვს, რომ 2 ოქტომბერს ხელისუფლება დამარცხდება და სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სიმართლე დადგინდება.

მმართველი გუნდში კი ფარული ჩანაწერების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს. 

დღის ამბები