16 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"დეზინფორმაცია როგორც დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი" - ექსპერტებმა 2 ოქტომბრის შემდეგი პერიოდის მოსალოდნელ რისკებზე კვლევა წარმოადგინეს

"არჩევნები და საინფორმაციო ველის კვლევა, როდესაც დეზინფორმაცია დესტაბილიზაციის ინსტრუმენტია" - ამ სათაურით კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

ექსპერტები, გია აბაშიძე და ალექსანდრე მიშველაძე წინა საარჩევნო დეზინფორმაციებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, დაკვირვების პროცესში გამოიკვეთა ოპოზიციური ჯგუფებისა და ტელევიზიების 4 კლასტერი, რომელიც თავისი პოლიტიკური სტატუსიდან გამომდინარე, ეწევა ცესკოს და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას.

ექსპერტებმა 2 ოქტომბრის შემდეგი პერიოდის მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრეს.

"ამ კვლევამ გამოავლინა ის სავარაუდო სცენარები, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ შესაძლოა განხორციელდეს, რომელიც არის უბნებზე დებოშის ატეხვა, ზედმეტი, ასე ვთქვათ საჩივრების დაწერა, როდესაც არ არის არაფერი დარღვევა მაგრამ მაინც.

ყველაფერმა ამან უნდა შექმნას ის ილუზია, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა მაგრამ ახალი მდგენელი წლევანდელ არჩევნებში არის ის ფსევდო საბოტაჟური სამოქალაქო ცესკო, რომელიც შექმნეს "სირცხვილიას" და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა აქტივისტებმა," - განაცხადა ექსპერტმა გია აბაშიძემ.

ექსპერტი ალექსანდრე მიშველაძე თითქმის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მიზანი არა არჩევნები, არამედ 2 ოქტომბრის შემდგომი პერიოდის მოვლენებია. 

"ჩვენ კარგად ვხედავთ, ოპოზიცია არ ემზადება არჩევნებისთვის, ისინი ემზადებიან არჩევნების შემდეგი დღეებისთვის. ამიტომ ჩვენ გვსურს, რომ აი ამ დეზინფორმაციას დავუპირისპირდეთ და მოსახლეობას გავაცნოთ სიმართლე.

ჩვენ გამოვყავით რისკი, უამრავი რისკი, რომლიდანაც შეიძლება ზოგი გამართლდეს, ზოგი არა. შეიძლება ყველა მოხდეს მთავარი არის დესტაბილიზაციის შექმნა, საინფორმაციო ომი, ტვინების გამორეცხვა," - ამბობს ექსპერტი ალექსანდრე მიშველაძე.

დღის ამბები