მმართველი გუნდში სავარაუდო ფარული ჩანაწერების ნამდვილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს.
"როდესაც ჩვენ გვეცოდინება გამოძიების პირველადი მონაცემები, შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ფაქტობრივ მოცემულობაზე დაყრდნობით უკვე, მათ შორის, თუ საჭირო გახდა ეს პარლამენტშიც მოხდეს ამ საკითხის მოსმენა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენ შეგვეძლება რაიმე უფრო კონკრეტული და საგნობრივი ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, როგორც უშიშროების სამსახურის უფროსის მცირე კომენტარიდან ჩანს, შეიძლება საკითხი უფრო ღრმა იყოს და სხვადასხვა მიზნები ამოძრავებდეს ამ ე.წ. ჩანაწერების და კრებსების გავრცელებას," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და საქმის მსვლელობის პროცესში სუს-ის თანამშრომლებიც იკითხებიან.