19 აპრილი 2024,   09:54
ვრცლად
თბილისში იყო პრობლემები, რომელთა გადაჭრის არავის სჯეროდა, მაგრამ ჩვენ მათი მოგვარება შევძელით - კახა კალაძე

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, კახა ლაბუჩიძესთან ერთად ისნის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა და დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა გამოწვევაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე თბილისში ისეთი პრობლემები მოგვარდა, რომლის გადაწყვეტის იმედი მოსახლეობას აღარ ჰქონდა.

"უამრავი პრობლემა იყო, ათი ათასობით ადამიანს ეგონა, რომ ეს პრობლემები არასდროს მოგვარდებოდა, თუმცა შევძელით მათი გადაჭრა. მათ შორისაა წლობით დაუკანონებელი ქონება. ასე მიიჩნევდნენ, მაგალითად, "ცენტრ პოინტის" პრობლემას. "სვეტის", "ოლიმპიური ვარსკვლავის" დაზარალებულებს ეგონათ, რომ დარჩნენ საკუთრების გარეშე, მაგრამ ჩვენ შევძელით ამ მშენებლობების გაგრძელება. ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემები გადავჭერით. ჩვენ არ გვეშინია პრობლემების, რადგან ვიცით, როგორ ვუპასუხოთ მათ. ამ ყველაფერში კი თქვენი თანადგომა, თქვენი მხარდაჭერა არის განსაკუთრებული. ეს არის ძალიან დიდი სტიმული, ძალიან დიდი მოტივაცია ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, როდესაც ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, მხარი დაგვიჭირონ, რათა ქალაქში განხორციელდეს ბევრი საინტერესო პროექტი და ხვალინდელი თბილისი იყოს ბევრად უკეთესი, ვიდრე დღეს," - განაცხადა კახა კალაძემ.

ამომრჩეველს მიმართა ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კახა ლაბუჩიძემ.

დღის ამბები