16 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"თქვენ მოუგეთ შარშან ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს და ყველას, ეს მარცხი წელს უფრო მძიმე იქნება" - ნიკა მელია

გლდანის ამომრჩეველთან დასკვნით შეხვედრას მართავს ელენე ხოშტარია - მაჟორიტარი დეპუტატობის შეთანხმებულ კანდიდატთან ერთად არიან სხვა პარტიების ლიდერებიც.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, სადაც შარშანდელ არჩევნებზე ისაუბრა.

ნიკა მელიამ ელენე ხოშტარიას წარმატებები უსურვა და "მართალი ადამიანი" უწოდა. ნიკა მელიამ საზოგადოებას მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის დროში არ დაბრუნდება და თბილისი საბჭოთა თბილისი არ გახდება. 

"გლდანში შარშან თქვენ დაგიპირისპირდათ ყველა, ბიძინა ივანიშვილიც კი მოიყვანეს არჩევნებამდე ორი დღით ადრე. არ დარჩა ვითომ კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც არ ჩაერთო საარჩევნო პროცესებში, არ დარჩა იარაღიანი ადამიანი, რომელმაც იარაღი არ გამოიტანა ოცნების სახელით და მშვიდობიან პატრიოტებს არ დაუმიზნა.

თქვენ მოუგეთ შარშან ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს და ყველას. ეს მარცხი წელს უფრო მძიმე იქნება. ყველა მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიცია 2 ოქტომბერს იმარჯვებს,"- აცხადებს ნიკა მელია.  

დღის ამბები