პირველი რესპუბლიკის მოედანზე "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მმართველი გუნდის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
ახალი კლიპი კვლავ რევაზ ლაღიძის ცნობილ სიმღერაზე "ჩემი საქართველო აქ არის" შეიქმნა.
ვიდეორგოლის შინაარსი საქართველოს აერთიანებს, სწორედ ამიტომ, მისი პრეზენტაციაც სიმბოლურად დღეს, 27 სექტემბერს, დაგეგმეს.