საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქზე" ავიაბილეთს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ის საქართველოში 2 ოქტომბერს მოფრინავს.
ბილეთზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, თვითმფრინავი თბილისში 23:05 საათზე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება, საარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა.