თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 დღე რჩება, პარალელურად კი, წინასაარჩევნო გარემოს ოპოზიციური პარტიები აფასებენ.
მათი თქმით "ქართული ოცნება" აგრესიით, შანტაჟითა და სიძულვილის ენით საუბრით გამოირჩევა, ეს მმართველი გუნდის ხელწერაა და ყველა გზას იყენებს, რათა ხმების მობილიზება შეძლონ.
მმართველი გუნდის ოპონენტები ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი კოალიციურ ხელისუფლებას დაუჭირონ.